უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაელოდეთ! – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში მის წარდგენას ეხებოდა.
გომელაურის განცხადებით, იქნება თუ არა ის კვლავ შს მინისტრი, ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.
“რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ, წინასწარ მოდი არ ვიმსჯელოთ ამაზე. უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არ ვიქნები, დაელოდეთ”,- აღნიშნა მან.
“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარაია დაასახელა. მან უნდა შეარჩიოს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პარლამენტს კვირის ბოლომდე წარუდგენს.
Facebook Comments