ბიზნესი

ზედმეტად ბევრი ფული მაქვს- ჯეფ ბეზოსის ექსმეუღლე ქველმოქმედებაში მილიარდებს ხარჯავს

Nusagi

მაკკენზი სკოტი აქტიურად ხარჯავს ფულს, რომელიც მან მილიარდერ ჯეფ ბეზოსისგან განქორწინების შემდეგ მიიღო. კათილი საქმეებისთვის ის ფულს არ იშურებს. მაკკენზისგან ფულს ორგანიზაციებიც იღებენ, რომლებიც პანდემიით დაზარალებულ ამერიკელებს სურსათით ეხმარებიან,-ამის შესახებ BBC წერს.

 მაკკენზი სკოტი Amazon-ის დამაარსებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლეა. მან ბოლო 4 თვის განმავლობაში ქველმოქმედებაზე 4,2 მილიარდი დოლარი დახარჯა. როგორც საკუთარ ბლოგზე თავად სკოტმა დაწერა, ის ამაზე გაჩერებას არ აპირებს. 

ბეზოსთან განშორების შემდეგ მაკკენზი სკოტი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში მოხვდა.

მაკკენზისგან ფულს მიიღებენ ფონდები, რომლებიც პანდემიის დროს გაჭირვებული ამერიკელებისთვის საკვებ პროდუქტებს შეიძენენ.

„პანდემიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა იმ ამერიკელებს, ვინც ისედაც გაჭირვებული იყო. ეკონომიკური და სამედიცინო პრობლემები განსაკუთრებით მძიმედ აწევს ქალებს, ეროვნულ უმცირესობას და ღარიბებს. ამასთან, მილიარდერები კიდევ უფრო მდიდრდებიან“,-წერს მაკკენზი.

მართლაც, თავად მაკკენზის წილი „ამაზონის“ აქციების ღირებულება წელს 23, 6 მილიარდით გაიზარდა და 60,7 მილიარდი დოლარი გახდა. კორონავირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკის ბევრ სფეროს, მაგრამ ნამდვილი ბუმი გამოიწვია ენტერნეტ-ვაჭრობაში.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,156 ნახვა
%d bloggers like this: