უცხოური მედია

ნიღბის არტარებისთვის აზერბაიჯანში ჯარიმა 193-დან 11 ათას ლარამდეა

Nusagi

აზერბაიჯანის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ნიღბის არტარებისთვის ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.  ინფორმაციას Report.az ავრცელებს. 

სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის და დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევისთვის, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 100 მანათი (დაახლოებით 193 ლარი), თანამდებობის პირებისთვის 300 მანათი (580 ლარი) და იურიდიული პირებისთვის 6 ათასი მანათი (დაახლოებით 11 ათასი ლარი) გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მილი- მეჯლისმა მიიღო.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში, 14 დეკემბრიდან, სრული კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა საოპერაციო შტაბმა მიიღო. სპეციალური საკარანტინო რეჟიმის პერიოდი 2021 წლის 31 იანვრის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

18 დეკემბრისთვის არსებული მდგომარეობით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 191,460 შემთხვევა დაფიქსირდა. 2,088 ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,800 ნახვა
%d bloggers like this: