Uncategorized

რუსთავში კორონავირუსით 29 წლის კაცი გარდაიცვალა

Nusagi

რუსთავის კლინიკაში კორონავირუსით 29 წლის პაციენტი გარდაიცვალა. როგორც მამაკაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, მას პირველადი ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა და კერძო დაზღვევის ექიმის მითითებით, სახლში ბრონქების ანთებაზე მკურნალობდა. 

ბინაზე მკურნალობისას, რამდენიმე დღეში, მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც პაციენტმა ექიმს განმეორებით მიმართა და მისი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. იგი საავადმყოფოში ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც რუსთავის კლინიკის დირექტორი ირაკლი გიორგაძე აცხადებს პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში 10 დეკემბერს შეიყვანეს, რა დროსაც მისი მდგომარეობა უკვე კრიტიკული იყო.

„მდგომარეობა თავიდანვე იყო კრიტიკული. ჩვენთან ჩატარებული ტესტით დადასტურდა კორონავირუსი. მას ჰქონდა ფილტვის თითქმის 100%-იანი დაზიანება, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. სამწუხაროდ, მკურნალობის შედეგად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ირაკლი გიორგაძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,828 ნახვა
%d bloggers like this: