ჯანდაცვა

სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა

Nusagi

სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას თქმით, რეგიონის მაშტაბით უკვე მე-6 კოვიდკლინიკამ დაიწყო ფუნქციონირება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების 199 შემთხვევა დაფიქსირდა. არსებულ კოვიდკლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 297 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 94 პაციენტი, ხოლო 27 კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 69  ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაშ რეგიონის მასშტაბით გარდაიცვალა 4 ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,669 ნახვა
%d bloggers like this: