სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიში

Nusagi

2020 წელი განსაკუთრებული გამოწვევების წელი იყო შინაგან საქმეთა სამინსიტროს ყველა დანაყოფისთვის. მინდა იცოდეთ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში თანაბარი ძალებით იყო ჩართული სამინისტროს ყველა დანაყოფი. ათასობით თანამშრომელი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ამჟამადაც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 2020 წლის შსს-ს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „არ შემიძლია, არ აღვნიშნო საპატრულო პოლიცია, რომელიც მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვით, ქალაქში პატრულირებით, აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. პანდემიის დროს განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა პატრულის ფუნქცია-მოვალეობები. აქვე ხაზი მინდა გავუსვა როგორც ქალაქის პოლიციის, ასევე რეგიონალური დანაყოფების ძალისხმევას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისინი წარმატებით ართმევენ თავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამავდროულად პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების აღსრულებას. სამწუხაროდ, დარღვევების გამო ადამიანების დაჯარიმება გვიწევს, ახლაც რთულია ჩვენთვის, როგორც ჩემთვის, ისე პოლიციელებისთვის არაერთხელ გავაკეთე განცხადება, არ გვიხარია ნამდვილად მათი დაჯარიმება. მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ“, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის დროს, მოსახლეობა პოლიციას ძალიან ხშირად მიმართავდა დახმარებისთვის.

„კოვიდის“ გავრცელების და თანამშრომელთა დასნებოვნების საშიშროების მიუხედავად, სამუშაო არ შეფერხებულა არც ერთი წუთით. გამოწვევებს სათანადოდ პასუხობდა ყველა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „კოვიდის“ პირობებში, განსაკუთრებით აღსანიშნავია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიის მიერ შსს-ს თანამშრომლების ტესტირება PСR მეთოდით.

„კოვიდის“ გავრცელების და თანამშრომელთა დასნებოვნების საშიშროების მიუხედავად, სამუშაო არ შეფერხებულა არც ერთი წუთით. გამოწვევებს სათანადოდ პასუხობდა ყველა.

სამინისტრო მოქმედებდა მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გვევალებოდა:

• თვითიზოლაციაში მყოფ პირთა პერიოდული მონიტორინგი;

• კონკრეტული, მაღალი რისკის შემცველი ლოკაციების იზოლირება;

• სპეციალური ბლოკპოსტების მოწყობა;

• საკარანტინო ზონების კონტროლი და დაცვა;

• ქვეყნის სასაზღვრო გამშვები პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვრის „მწვანე ზოლის“ კონტროლი;

• საველე ჰოსპიტლის გახსნა;

• სპეციალური საკარანტინო რეჟიმის პირობებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობდა მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურასთან.

მინდა გავიხსენო ის ღამეც, როცა მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა. ჩვენმა თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, ჯარისკაცებთან ერთად ერთ ღამეში მოაწყვეს 100 კაცზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც გადმოგვცეს კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის საშუალებები.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, დაიწყო დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება. ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევძელით იზოლატორების აღჭურვა საჭირო ტექნიკით; ყველა ლოკაციაზე მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გადამზადდნენ თანამშრომლები. სასამართლო პროცესები იმართებოდა დაკავებულის მიერ იზოლატორის დატოვების გარეშე. ჯამში, 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გაიმართა იზოლატორში მოთავსებული 3 337 პირის დისტანციური სასამართლო პროცესი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,244 ნახვა
%d bloggers like this: