უცხოური მედია

დახმარების მაგივრად, ხალხი ფოტოებს მიღებდა- ნიუ-იორკის მეტროში თავდასხმები გრძელდება

Nusagi

ნიუ-იორკის მეტროში ბოლო პერიოდში, თავდასხმის შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა. კრიმინალები თავს ესხმიან უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდან, ან სასწავლებლიდან ბრუნდებიან. ამასთან, ხშირად, დანაშაულის მიზეზი ძარცვა არ არის.

„ქალაქმა მართლაც რაღაც უნდა იღონოს მეტროში თავდასხმების შესაჩერებლად. უსამართლობაა, როდესაც მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანები არიან. ფული, რომელსაც მსუბუქი ავტომობილის საყიდლად ვაგროვებდი, ახლა საავადმყოფოში უნდა დავხარჯო“,-ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, სტუდენტი გოგონა, რომელსაც Queens Plaza-ს პლატფორმაზე უცნობი პირი დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდა.

55 წლის ესპანელი ქალი ნიუ-იორკის მეტროში დაზარალებული ბოლო მსხვერპლია, რომელსაც თავს ფსიქიური პრობლემების მქონე ახალგაზრდა უმიზეზოდ დაესხა თავს. ქალმა New York Post-ს ინტერვიუ საავადმყოფოში მისცა. მას კისრის ძვლის მოტეხილობა აქვს და რამდენიმე ნეკნი აქვს ჩამტვრეული. ლეონ ვილეგასი ამბობს, რომ პლატფორმაზე უცნობი ახალგაზრდა არ მოეწონა და ეცადა, მისგან მოშორებით მდგარიყო. 

„უცნაურად იქცეოდა, ხალხს აკვირდებოდა და რაღაცას ღიღინებდა. ყველა ცდილობდა, მისგან შორს ყოფილიყო. ამ დროს მატარებელიც მოვიდა და ის იყო, უნდა შევსულიყავი, რომ გამოიქცა და მთელი ძალით მკრა ხელი, ბოძს მივეხეთქე და დავეცი. ვიგრძენი, რომ თავიდან სისხლი მომდიოდა, ის კი იდგა და ინტერესით მიყურებდა. ალბათ ავად არის, თორემ ასე არ მოიქცეოდა. ხალხს დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ არავინ მომეკარა, იდგნენ და ფოტოებს მიღებდნენ. ესკავატორთან მისვლა შევძელი და ჩემს შვილს დავურეკე, რომელიც ძალიან მალე მოვიდა და ჩემთან ერთად იყო სასწრაფოს მოსვლამდე. კისრის ძვალი მოტეხილი მაქვს და არც ვიცი, რამდენი ნაკერი მაქვს თავზე, ორი საათი მიმდინარეობდა ნაკერების დადება“,-ამბობს ქალი.

პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა. მას მართლაც ფსიქიური პრობლემები აქვს, ამასთან, ადრე ყაჩაღობისთვის, ქურდობისთვის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის არის ნასამართლევი. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,252 ნახვა
%d bloggers like this: