საზოგადოება

ერეკლე ჩეკურიშვილის დედა: ვიბრძვი ბევრს, მაგრამ ვერც კალაძეს შევხვდი და ვერც ნანუკამდე მივედი, ძალიან მჭირდება მისი გადაცემა

Nusagi

გადავწყვიტე ვიბრძოლო და ვიცოცხლო იმდენ ხანს, სადამდეც ჩემი გაწამებული შვილი იცოცხლებს,-ამბობს თბილისში დაჭრილი 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილის დედა ნინო ჩეკურიშვილი.

გასული წლის აგვისტოში მომხდარი გახმაურებული შემთხვევის მსხვერპლი, ერეკლე ჩეკურიშვილი დღემდე სიცოცხლისთვის იბრძვის. დედა ამბობს, რომ გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა თანახმაა, ერეკლე მიიღოს, თუმცა ოჯახმა ამ ხნის განმავლობაში ყველანაირი რესურსი ამოწურა და უსახსრობის გამო, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც 38 წლის მამაკაცმა ძაღლების ჩხუბის გამო სასიკვდილოდ გაიმეტა, შესაძლოა, დაიღუპოს. ნინო ჩეკურიშვილის ბოლო იმედი კახი კალაძე და ნანუკა ჟორჟოლიანია. 

მისივე თქმით, ერეკლე ბოლოს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იწვა, სადაც მას სეფსისი დაემართა და მდგომარეობა დუმძიმდა.

„დიდი წვალებით და ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის დახმარებით გერმანიის ჰაიდელბერგის კლინიკამ ერეკლეს მიღებაზე და მკურნალობაზე თანხმობა გამოგზავნა. 71 ათასი ევრო მოითხოვეს. შევიტანე რეფერალურში ორი თვეზე მეტია, დღეს მივედი და ჯერ ექსპერტსაც არ განუხილავს. ერეკლე იწვა პირველ საუნივერსტიტეტო კლინიკაში სადაც დაემართა პსრიტონიტი და მძიმე სეფსისი. არც კი შეამოწმეს, ისე გამოწერეს. გამოწერიდან ერთ დღეში დამძიმდა, გამოვიძახე სასწრაფო და ჯერ არსის კლინიკაში გადავიყვანეთ გაჭრეს მუცელზე და ამოუღეს ორ ლიტრამდე ჩირქი.

კრიტიკულად მძიმე იყო ერთი კვირა. გადაარჩინეს, არ გამწირა უფალმა. ყველა რესურსი ამოიწურა, თავში გაჩერებული ტყვიები სიცხეებს აძლევს, ყველა სახის ანტიბიოტიკები გამოიყენეს. უკვე სასწრაფოდაა გადასაყვანი. თუკი რამ თანხა გვქონდა, მთლიანად ამოვწურეთ წელიწადნახევარია ყოველ დღე ნუტრიზონ ენერჯის 4 ცალს ვაჭმევთ. ეს უკვე 50 ლარის ნაცვლად 65 ლარი გახდა. რა ვქნა, ვიღას მივმართო, ყველას მივწერე ვერ გავარღვიე ეს საშინელი კედელი. ვიბრძვი, მინდა კახა კალაძეს შევხვდე. ვერანაირად ვერ შევძელი. უკვე ვთვლი, რომ მეღუპება შვილი. სახლიც აღარ გვაქვს, ქირით ვართ. უფულობა სასიკვდილო განაჩენი ხდება. გადავწყვიტე იმდენ ხანს ვიცოცხლო რამდენ ხანსაც იცოცხლებს ჩემი შვილი. ვეღარ ვუძლებ მის ტანჯვას. 2 თვეზე მეტია არც მინახია. ბოლო 275 ლარით ვუყოდე 10 ცალი ნუტრიზონ ენერჯი 5 დღის. როგორ ვერ ვუშველო უფულობის გამო, როგორ დავღუპო. ვეღარ ვუძლებ მის ტანჯვას“,-ამბობს ნინო ჩეკურიშვილი.

ერეკლეს დედა აპირებს, დახმარებისთვის სხვადასხვა საელჩოებსაც მიმართოს.

ერეკლე ჩეკურიშვილის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ ამ ანგარიშზე:

საქველმოქმედო ნომერი 0901701533

ბანკის ანგარიშები 🔘TBC ბანკი:GE14TB7525245061100076 მიმღები-ნინო ჩეკურიშვილი

საქართველოს ბანკი:GE73BG0000000190588200 მიმღები- Nino Chekurishvili

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,261 ნახვა
%d bloggers like this: