უცხოური მედია

ტრამპი: Moderna-ს ვაქცინა დარეგისტრირებულია, FDA ამას უარყოფს

Nusagi

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, Moderna-ს ვაქცინას აშშ-ში ოფიციალურად გამოყენების უფლება მიეცა. „ვაქცინა Moderna-ს აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. მისი გავრცელება ახლავე დაიწყება“ – დაწერა ტრამპმა  „ტვიტერში“. ინფორმაციას cnbc ავრცელებს. 

ამასთანავე აშშ-ის წამლებზე და საკვებ პროდუქტებზე ზედამხედველობის სამმართველო ტრამპის ამ განცხადებას უარყოფს. სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაქცინა ჯერ ოფიციალურად დარეგისტრირებულია არ არის, მაგრამ ამ საკითხის გადაჭრა უახლოეს მომავალში მოხდება

ცნობისთვის, 18 დეკემბერს მოწვეულმა ექსპერტებმა Moderna-ს ვაქცინის ოფიციალურ გამოყენებას მხარი დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ დროის ამბავია. Moderna-ს ვაქცინის დარეგისტრირების შემდეგ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უფლება ორ კომპანიას მიეცემა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,449 ნახვა
%d bloggers like this: