მოგზაურობა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა, პირველი რეისი დორტმუნდი – ქუთაისი იყო

Nusagi

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა. ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა პანდემიის პირობებში,​ დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველი ავიარეისი შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში 181 მგზავრს მოემსახურა.

მგზავრებს აეროპორტში ქუთაისის ახლადარჩეული მერი, იოსებ ხახალეიშვილი დახვდა. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით, როგორც გამფრენ, ისე ჩამომფრენ მგზავრებს, ტრადიციულად, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე საახალწლო პერიოდში 3 რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის რეისი COVID 19-ის პანდემიის დროს დაწესებული ყველა რეგულაციით შესრულდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,828 ნახვა
%d bloggers like this: