სპორტი

ჩისკო მუნიოსმა „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

Nusagi

საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა დატოვა. ინფორმაციას გუნდში ოფიციალურად ადასტურებენ.

ესპანელმა მწვრთნელმა „დინამოდან“ წასვლა თავად გადაწყვიტა და მისი სურვილი კლუბის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა. მას კლუბთან კონტრაქტი სამი წლით აკავშირებდა.

ჩისკო მუნიოსი „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე აგვისტოში დაბრუნდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ ალბანეთის „ტირანასთან“ 0:2 წაგების შემდეგ გუნდი კახა ჩხეტიანმა დატოვა.

ესპანელმა მწვრთნელმა „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ 2019 და 2020 წლებში მოაგებინა.

ვრცელდება ინფრომაცია, რომ ჩისკო მუნიოსს ინგლისში საკმაოდ ცნობილ გუნდში შესთავაზეს მუშაობა, რაც მისი „დინამოდან“ წასვლის მიზეზი გახდა. კლუბის ხელმძღვანელობა თემასთან დაკავშირებით დეტალებზე ორშაბათს ისაუბრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი ნემსაძე მოიაზრება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,903 ნახვა
%d bloggers like this: