მედიცინა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი – Covid-19-ის ახალი შტამი კონტროლს არ ექვემდებარება

Nusagi

კოვიდ -19-ის ახალი შტამი, რის გამოც, დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოუწია სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში ლონდონში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ე.წ. მე -4 „ლოქდაუნის“ დაწესება, “კონტროლს არ ექვემდებარება”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონტროლისთვის აუცილებელია სოციალური კონტაქტების შემცირება, განსაკუთრებით, მე-4 შეზღუდვის დონის რაიონებში.

კითხვაზე, რომელიც მე-4 საფეხურის შეზღუდვების ვადებს ეხებოდა მინისტრმა უპასუხა: ”იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ეს ახალი ვარიანტი, ძალიან ძნელი იქნება მისი კონტროლი, სანამ ვაქცინა არ გამოვა”.

”ჩვენ სხვადასხვა ზომები გვაქვს, მათი უმეტესობა გვჭირდება ახალი ვარიანტის გავრცელების გასაკონტროლებლად, ვიდრე ძველის”, – დასძინა მან.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,252 ნახვა
%d bloggers like this: