ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას ჟურნალისტები ტოვებენ. ერთ-ერთი მათგანი სარევიზიო კომისიის წევრი ნინო კაკულიაა. ის სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნიკა გვარამიას მიერ პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი პოსტის განხილვაზე უარი უთხრა.
„ქარტია თვლის, რომ ფეისბუქპოსტზე განმარტებას ვერ გააკეთებს და რომ მედიის თვითრეგულირების პრინციპის შეზღუდვის საფრთხესთან გვაქვს საქმე ხელისუფლების მხრიდან. ამ ვითარებაში, მე ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია პოსტის დატოვება“ – წერს ნინო კაკულია.
შეგახსენებთ, გუშინ, იმავე მიზეზით ქარტია მანუჩარ პირველმა დატოვა.
Facebook Comments