მეცნიერება

21 დეკემბერს იუპიტერი და სატურნი 400 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად „შეხვდებიან“

Nusagi

21 დეკემბერს, საღამოს მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტა იუპიტერი და სატურნი ცაში ერთმანეთს მაქსიმალურად მიუახლოვდება. ბოლოს ისინი ასე ახლოს 1623 წელს იყვნენ.

NASA -ში ამბობენ, რომ „დიდი შეერთების“ ნახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი. პლანეტები ერთმანეთს შეხვდებიან სამხრეთ დასავლეთით, მზის ჩასვლის შემდეგ (18:35- 19:30 სთ. თბილისის დროით). დედამიწიდან ეს გამოჩნდება, როგორც კაშკაშა ორმაგი ვარსკვლავი. 

„პლანეტებს დააშორებს მხოლოდ 6 კუთხური წუთი. იმისათვის, რომ მივხვდეთ, რამდენად ახლო იქნებიან: ხილული დიამეტრი სავსე მთვარის შეადგენს 30 კუთხურ წუთს“,-ამბობენ ასტრონომები. ამასთან, პლანეტებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 750 მლნ კმ.

იუპიტერი მზესთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სატურნი. ამიტომ, დედამიწიდან დამკვირვებლისთვის ის იმოძრავებს უფრო ჩქარა. „დიდი შეერთება“ ხდება მაშინ, როდესაც იუპიტერს სატურნი ეწევა, შემდეგ კი უსწრებს. NASA ამ მოვლენას ცხენების დოღს ადარებს.

ზამთრის ბუნიობა იუპიტერისა და სატურნის „შეხვედრასთან“ კავშირში არ არის. 21 დეკემბერს ეს ორი მოვლენა ერთმანეთს უბრალოდ, დაემთხვა. რეალურად, პლანეტები ერთმანეთს ხშირად „ხვდებიან“, დაახლოებით 20 წელიწადში ერთხელ, მაგრამ ასე ახლოს- ძალიან იშვიათად.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,669 ნახვა
%d bloggers like this: