Uncategorized

ევროპის საინვესტიციო ბანკი და პროკრედიტი, საქართველოში არსებული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 10 მილიონ ევროს გამოყოფენ

Nusagi

ევროკავშირის ბანკი და პროკრედიტი ქმნიან 10 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზს, რათა საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარონ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი და პროკრედიტი თანხმდებიან, მსგავსი საკრედიტო ხაზები გამოყონ უკრაინასა (25 მილიონი ევრო) და მოლდოვაში (20 მილიონი ევრო), რაც საერთო ჯამში კომპანიებისთვის 55 მილიონი ევროს მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს კოვიდ-19-ის პანდემიაზე „ევროპის გუნდის“ საგანგებო რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია, ევროკავშრის პარტნიორ ქვეყნებს დაეხმაროს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობის და ბიზნეს ოპერაციების შენარჩუნებასა და ეკონომიკის აღდგენაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, პროკრედიტ ჯგუფს 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა შექმნას ახალი საკრედიტო ხაზი და დაეხმაროს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში. კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო ხაზები სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში.

აღნიშული ინვესტიცია არის პროკრედიტთან დადებული 55 მილიონი ევროს რეგიონალური შეთანხმების ნაწილი, რომლითაც მსგავსი საკრედიტო ხაზები ასევე შეიქმნება პროკრედიტ ჯგუფში უკრაინაში (25 მილიონი ევრო) და მოლდოვაში (20 მილიონი ევრო). ეს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ სამეზობლოს ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში კოვიდ-19-ის კრიზისის სწრაფად დაძლევას.

ეს ტრანზაქცია უზრუნველყოფს საქართველოში კომპანიების საჭირო დაფინანსებას მიმდინარე პანდემიით შექმნილი საბრუნავი კაპიტალის პრობლემების გადასაჭრელად. ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ასევე გააძლიერებს საქართველოს ეროვნულ საბანკო სექტორს და მის შესაძლებლობებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,919 ნახვა
%d bloggers like this: