ეკონომიკა

ნათია თურნავა: ანაკლიის პორტი კვლავაც ჩვენი პრიორიტეტია – სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა

Nusagi

„ანაკლიის პორტი კვლავაც ჩვენი პრიორიტეტია. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

„ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.

ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა ტარდება, სადაც საკუთარ პროგრამას ეკონომიკური პროფილის 4 კანდიდატი წარადგენს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,444 ნახვა
%d bloggers like this: