პოლიტიკა

პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს

Nusagi

პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.

ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა ტარდება, სადაც საკუთარ პროგრამას ეკონომიკური პროფილის 4 კანდიდატი წარადგენს. გაერთიანებული კომიტეტის სხდომას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს.

დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა უკვე გააცნეს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ. ასევე, საკუთარი პროგრამა დეპუტატებს უნდა წარუდგინონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობასა და მოსახლეობას, მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ წელს საქართველომ მოახერხა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მნიშვნელოვანი დახმარებების მობილიზება, რომელიც მიმართულია როგორც საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად, ასევე, ცენტრალური ბანკის რეზერვების”, – განაცხადა კოვზანაძემ.

ამასთან, დღესვე ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს მოუსმენენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,917 ნახვა
%d bloggers like this: