პოლიტიკა საზოგადოება

„როცა „კუდიანებზე“ ნადირობს ოპოზიცია, ყოველგვარი განსხვავებული აზრი შესაძლო ღალატად აღიქმება“ – იაგო ხვიჩია

Nusagi

როგორც პარტია „გირჩის“ წევრი აცხადებს, მათი დაშლის შემდეგ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს წასასვლელად სურვილს ვახო მეგრელიშვილი გამოხატავს.

„მოლაპარაკება თუ კი შედგა ჩვენგან იქნება ვახო მეგრელიშვილი. ჩვენგან ამისთვის სათანადო კანდიდატი სწორედ ის არის, ეს ჩვენი სურვილია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, არ აქვთ ინფორმაცია როდის იქნება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი.

„თუ ამის გჯერა, რომ მოლაპარაკებას შეიძლება შედეგი ჰქონდეს, მაშინ ამ შემთხვევაში უნდა დაწერო განცხადება უკან გამოითხოვო და ა.შ. ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და ასეთ ღონისძიებებში ჩართვა არ არის საჭირო.

ჩვენი ამომრჩევლისთვისაც არ არის კარგი, როდესაც განურჩევლად ყველა ღონისძიებაში მონაწილეობ, რომლის შინაარსიც შენ არ შეგიძლია მათ ბოლომდე აუხსნა.

როდესაც „კუდიანებზე“ ნადირობენ ჟურნალისტები და ოპოზიცია, ყოველგვარი განსხვავებული აზრი შესაძლო ღალატად აღიქმება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, მათ სურთ რომ ყველას მოსთხოვონ აზროვნების პროცესში ჩართვა.

„მოლაპარაკების მაგიდაზე ჩვენთვის ხელშესახები ერთი რამ იდო. ეს იყო ჩვენთვის საინტერესო საკითხის, პროპორციული არჩევნების კონტურები და ა.შ. ეს ბევრჯერ მითქვამს“, – დასძინა იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,056 ნახვა
%d bloggers like this: