პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მოლაპარაკებების არეალი დავიწროვდა

Nusagi

ქართველი ხალხის არჩევანი გადახედვას ვერ დაექვემდებარება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების არეალი დავიწროვდა.

„მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ყველა ტიპის კომპრომისი შესთავაზა, რაც კი შეიძლება შეეთავაზებინა – გარდა ერთისა, რაზეც თავიდანვე ვთქვით, რომ წითელი ხაზია. ქართველი ხალხის არჩევანი ჩვენი მხრიდან რევიზიას ვერ დაექვემდებარება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტში უნდა იყოს ოპოზიცია, მაგრამ „ოპოზიციამ საკუთარი არჩევანი თავად გააკეთა, როცა ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატზე უარი თქვა“.

„მთლიანი ხელისუფლება კი მათთვის ხალხს არ მიუნიჭებია. მათი პასუხისმგებლობაა – უნდათ განახორციელებენ დაკისრებულ უფლებამოსილებას, უნდათ – არ განახორციელებენ“, – დასძინა დავითულიანმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,252 ნახვა
%d bloggers like this: