პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არჩევნები უნდა ტარდებოდეს მანამ, სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს, ესაა ოპოზიციის ფორმულა

Nusagi

არჩევნები უნდა ტარდებოდეს მანამ, სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს. ესაა ოპოზიციის ფორმულა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ოპოზიციის განცხადებები კეთდება საზოგადოების დეზორიენტაციისა და მსჯელობის არასწორი მიმართულებით წაყვანისთვის. თუმცა მათი უკვე აღარავის სჯერა. ოპონენტებმა ზუსტად იციან, რომ მათი პოზიციაა – არჩევნები უნდა ტარდებოდეს მანამ, სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს. ესაა ოპოზიციის ფორმულა. თუმცა მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, ვინაიდან ქვეყანას სტაბილურობა და პოლიტიკური პარტიების გონივრული, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,134 ნახვა
%d bloggers like this: