Uncategorized

ლევან სილაგავა: დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება

Nusagi

შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა იმის წინაპირობას იძლევა, რომ 4 თვის განმავლობაში სოციალურ პურზე ფასი არ გაიზარდოს, თუმცა პურის ის კატეგორია, რომელზეც სუბსიდირება არ ვრცელდება, შესაძლოა, გაძვირდეს.

„ ეს ეხება პურს, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ყიდულობენ სუპერმარკეტებში, უბნის მაღაზიებში და ა.შ. ესაა ეგრეთ წოდებული ბატონის პური, ქვის პური და სხვა. მეორე საკითხია ის, რომ გაძვირებულია და შესაძლებელია გაძვირდეს ის პური, რომელიც თავისუფალ ბაზარზეა, ესაა ე.წ. საგემოვნო პურები იგივე გერმანული პური, ავსტრიული პური, თონის პური და სხვა, რადგან ამ პურზე პროგრამა არ არსებობს და არც ყოველდღიურად მოიხმარს მომხმარებელი. ადამიანები თონის პურს თვეში საშუალოდ 6-ჯერ, 7-ჯერ ყიდულობენ და არა ყოველდღიურად“, – აღნიშნა მან.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,917 ნახვა
%d bloggers like this: