მოთხოვნები არ შეცვლილა, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„მოთხოვნები არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე ახალი არჩევნების ჩატარება, ეს არის სრულად შეცვლა საარჩევნო კოდექსის და საარჩევნო გარემოსი და პოლიტპატიმრების თემა ეს არის ის მოთხოვნები, რომლებიც არ შეცვლილა და შესაბამისად, ველოდებით ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას. არ გამოვრიცხავთ არანაირ აქციას, რაც კანონის და კანონიერების ფარგლებშია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი, – შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა გუშინ მხარეებს მკაფიოდ უთხრა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.