ეკონომიკა

ნათია თურნავა: თუ სავაჭრო ცენტრები დაარღვევენ წესებს, გამოვიყენებთ ჯარიმებს და ოპერირების შეზღუდვის უფლებას

Nusagi

მოლების გახსნის გადაწყვეტილება მივიღეთ მაქსიმალური შეზღუდვებით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს არ იქნება ისეთი საახალწლო შოპინგი, რომელსაც ნორმალურ ვითარებაში ვართ შეჩვეულები. ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი. პასუხისმგებლობა ჩვენია, ხელისუფლების, მაგრამ ამავდროულად, სავაჭრო სექტორიც მზადაა, რომ იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები იქნება ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული, რადგან ეს გადაწყვეტილება არაა უპირობო და შეუქცევადი. როგორც კი პირველი ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს არსებითად იმ შეზღუდვებს, რომლებზეც დღეს იყო საუბარი, ჩვენ სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ჯარიმები და შეჩერების უფლებაც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 2 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარით.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,919 ნახვა
%d bloggers like this: