პოლიტიკა

ნაცვლად იმისა, რუკის მიხედვით საზღვარი ჩიჩხიტურის მონასტერთან გაეტარებინათ, გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე და არა ძირში- ეს დანაშაულია

Nusagi

ნაცვლად იმისა, რომ რუკის მიხედვით საზღვარი ჩიჩხიტურის მონასტერთან გაეტარებინათ, გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე და არა მის ძირში – ეს ერთ-ერთი მთავარი არათუ დარღვევა, არამედ დანაშაულია,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმასაპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარი და სპეკულაციები ხშირად ხდება იმაზე, თითქოს ორმა კარტოგრაფმა თუ კომისიის წევრებმა, გადაწყვიტეს დავით-გარეჯის საკითხი, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია.

მისი თქმით, თავდაცვის უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ წინა მთავრობა დავით-გარეჯთან დაკავშირებით ხელმძღვანელობდა ისეთი რუკებით, რომლებიც სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციას გამოხატავდა.

ღარიბაშვილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ამის მოტივაცია.

„ჩვენი ინფორმაციით, დავით -გარეჯთან დაკავშირებით, წინა მთავრობა ხელმძღვანელობდა სხვა რუკებით, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა და შედეგად ხდებოდა არამართლზომიერი, ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმებების გაფორმება. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტებისგან, რომ თითქოს არაფერი არ ყოფილა შეთანხმებული, რაც არის კიდევ ერთი მორიგი ტყუილი. 2006-2007 წლებში კონკრეტულად ეს დავით-გარეჯის მონაკვეთი იქნა შეთანხმებული. საზღვარი გადიოდა ამ რუკის მიხედვით, რომელზეც მე ვსაუბრობ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ქედის ძირში, დაახლოებით, 500 მეტრის სიღრმეში, ნაცვლად იმისა, რომ ამ რუკის მიხედვით გაეტარებინათ საზღვარი ჩიჩხიტურის მონასტერთან, გამოატარეს პირდაპირ თხემის თავზე და არა მის ძირში. ეს ერთ-ერთი მთავარი არა თუ დარღვევა, არამედ დანაშაულია, ჩემი მოსაზრებით. დანარჩენზე, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, მე არ მინდა, რომ ზედმეტი სპეკულაციური განცხადებები გავაკეთო. გამოძიება დაადგენს ყველა იმ მოტივსა და მოტივაციას თუ რატომ მიიღო წინა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება. საუბარი და სპეკულაციები ხშირად ხდება იმაზე, თითქოს ორმა კარტოგრაფმა თუ კომისიის წევრებმა, გადაწყვიტა ეს, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდულია. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ტიპის საკითხის გადაწყვეტა ხდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, უმაღლესში მე ვგულისხმობ, ან პრეზიდენტს, ან პრემიერ-მინისტრს, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პროკურატურას აქვს ძალიან დიდი მისია და მე მჯერა, რომ ისინი ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანენ“, – განაცხადა მან.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,238 ნახვა
%d bloggers like this: