საზოგადოება

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 24 დეკემბრიდან? – ჩამონათვალი

Nusagi

დღეს, 22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით.

შეძლებთ თუ არა ტრანსპორტით გადაადგილებას?

საბჭოს გადაწყვეტილებით:

⭕ ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში

⭕ ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული.

იმუშავებენ თუ არა ბაზრობები?

⭕ ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით.

იმუშავებენ თუ არა სავაჭრო ცენტრები?

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები.

გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:

  1. მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე.
  2. მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
  3. მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი.
  4. მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა.
  5. ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში.
  6. ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.
  7. ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.
  8. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით.
  9. ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები.
  10. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას.
  11. ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას, სწორედ ამიტომ:

⭕ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

⭕ რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

შეძლებთ თუ არა ახალი წლის ღამეს გადაადგილებას?

⭕ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.

⭕ გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.

ცნობისთვის, დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ინფიცირების დონე მაინც რჩება მაღალი. მხოლოდ დღეს, 22 დეკემბერს ინტენსიური ტესტირების შედეგად გამოვლინდა ინფიცირების 3064 შემთხვევა და ვირუსით გარდაცვალების 42 ფაქტი.

შეგახსენებთ, 26 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თუ რა შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო ქვეყნის მასშტაბით, ზემოთ აღნიშნული კი წარმოადგენს გადაწყვეტილების შემსუბუქების გეგმას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,851 ნახვა
%d bloggers like this: