პოლიტიკა

შოთა ხაბარელი-მიხეილ ჩხენკელს: სპორტი ცალკე ერთეულად უნდა ჩამოყალიბდეს

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ კულტურის, განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს სპორტის ნაწილი ცალკე უნდა გამოეყოს. ამის შესახებ მან განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის, ასევე ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა სამთავრობო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და ახლა დეპუტატები კითხვებს უსვამენ.

შოთა ხაბარელის თქმით, სპორტის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება არის ჯანსაღი, თუმცა არსებობს გამოწვევებიც, რაც ყურადღების მიქცევას იმსახურებს, მათ შორის მასიურ სპორტში.

„ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის გამოყოფა ცალკე, რომ მან შეასრულოს თავისი ფუნქცია. ახლაც კარგად სრულდება ეს ფუნქცია. მაშინ, როცა დადგა საკითხი განათლების სამინისტროსთან სპორტის შეერთების, მაშინ მხარი დავუჭირეთ ამას, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები და ვფიქრობ, სპორტის სწორად განვითარებისთვის ის ცალკე ერთეულად უნდა ჩამოყალიბდეს. იქნება ეს სამინისტროს ქოლგის ქვეშ, საქვეუწყებო დეპარტამენტი თუ ა.შ. ამაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს. მომავლისთვის ეს აუცილებელია“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ცნობისთვის: სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2017 წელს შეუერთდა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,209 ნახვა
%d bloggers like this: