კრიმინალი

ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება

Nusagi

გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, დამატებითი სანქციები დააწესოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Der Spiegel იუწყება. ინფორმაციას urdupoint.com ავრცელებს. 

Der Spiegel-მა ეს ინფორმაცია გერმანიის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ხანგოშვილის მკვლელს განაჩენს, სავარაუდოდ, 2021 წლის მარტში გამოუტანენ. სწორედ ამ დროს ბერლინი ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მისი მკვლელი მალევე დააკავეს, ის რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვი აღმოჩნდა. თუმცა გამომძიებლები ეჭვობდნენ, რომ ეს ნამდვილი სახელი არ არის.

საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat იუწყება, რომ მკვლელის ნამდვილი სახელი დაადგინეს – ვადიმ კრასიკოვი. ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებთან იყო დაკავშირებული. კრასიკოვს თანამონაწილეც ჰყავდა – რომან დემიანჩენკო, რომელიც რუსეთის უშიშროების ყოფილი ოფიცერია.

რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამას „ბანდიტური გარჩევები“ უწოდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,421 ნახვა
%d bloggers like this: