საზოგადოება

21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვაზე გამონაკლისი მხოლოდ ახალი წლისა და შობის ღამეს იქნება

Nusagi

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.

„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,854 ნახვა
%d bloggers like this: