პოლიტიკა

გახარია: ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებში გასცემს პასუხს

Nusagi

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში საარჩევნო პროცესში ბევრად დემოკრატიული გახდა. 

„შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობა და დღეს გვაქვს უფრო პროპორციული სისტემა. პირველად, ქვეყნის ისტორიაში საკანონმდებლო დონეზე დადასტურდა, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. რას ნიშნავს ეს საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში – ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი დაკანონებულია. ეს ჩვენმა მოქალაქეებმა ზედმიწევნით ზუსტად გაიგეს, ამაში დარწმუნებული ვარ. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს , პანდემიის პირობებში დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე მივიდა და მისცა ხმა. მათ ხმა მისცეს პარლამენტში მეტ პლურალიზმს, მეტ წარმომადგენლობას და საბოლოო ჯამში თითოეულ ჩვენგანს მისცეს კონკრეტული დავალება – გაუმკლავდით ამ კრიზისს, მართეთ ქვეყანა ერთად, იზრუნეთ ჩვენზე ერთად“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩევლების დავალება უგულებელყვეს. ამას კი, საქართველოს მოქალაქეები შემდგომ არჩევნებზე (თვითმმართველობის) შესაბამის პასუხს გასცემენ.

„საბოლოო ჯამში ჩვენ რა მივიღეთ – საქართველოს ისტორიაში პირველად 9 პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პარლამენტში, დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. შეუძლებელია ამაზე ადეკვატური პასუხის გაცემა. შემდეგ არჩევნებში ამომრჩეველი ამას შესაბამის შეფასებას მისცემს.

ჩვენ ვერავის ვაიძულებთ წარმოდგენილი იყოს პარლამენტში და განახორციელოს ის მანდატი, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც მას დააკისრა საქართველოს მოქალაქემ, ამას ხომ ძალით ვერ გავაკეთებინებთ ადამიანს? ეს მათი პოლიტიკური არჩევანის საკითხია“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც მას ფრაქციის ფორმატში უსმენენ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,327 ნახვა
%d bloggers like this: