უცხოური მედია

ვინ არის „მისტერ ნაძვის ხე“, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩებში დადის

Nusagi

ქუჩის მსახიობი ტომას ლიბერტო, მეტსახელად „მისტერ ნაძვის ხე“, უკვე რამდენიმე წელია, შობის დადგომამდე ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობას იწყებს და გამვლელებს აოცებს. ვინ არის და რატომ აკეტებს ამას, „ნიუ იორკ პოსტმა“ გაარკვია.

შაბათს, 19 დეკემბერს ის ნიუ იორკის მეტროპოლიტენში, City Music Hall-თან შეამჩნიეს. შემდეგ კი, ბორანზე, რომელიც სტეიტენ-აილენდისკენ მიემართებოდა. ასევე ის ნახეს ცენტრალური პარკის თოვლიან ბორცვზე, ციგაზე მჯდომი.

წელს ლიბერტო ნაძვის ხის ტოტების კოსტიუმში გამოეწყო, რომელიც 13 კგ-ს იწონის.

47 წლის კომიკოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს თავისი სეირნობის ამსახველ ფოტოებს. მისი თქმით, ძალიან მოწონს ადამიანების რეაქციებზე დაკვირვება. 

„მესმის სიცილი და ვხედავ ღიმილს, სადაც არ უნდა მივიდე,მიმაჩნია, რომ ჩემი მისიაა ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება“- -ამბობს ლიბერტო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,870 ნახვა
%d bloggers like this: