პოლიტიკა

თეა წულუკიანი: თუ მანდატებს აითვისებენ, მაგრამ შემდეგ გამოაცხადებენ ბოიკოტს, რა თქმა უნდა, მათ დაფინანსება არ შეუწყდებათ

Nusagi

მიზანმიმართული აღრევა ხდება იმისა, თითქოს ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის გამო ვიღებთ ამ კანონს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მსჯელობენ.

„ასევე, არიან ძალები რომლებიც აცხადებენ, თითქოს, ბატონ ირაკლი კობახიძეს ლექციები წაუკითხავს, შემდეგ ამ ლექციების შედეგად წიგნი შემდგარა, ბატონ ირაკლის ლექციები მომისმენია და მართლაც ძალიან საინტერესოა. წიგნები არა მხოლოდ შემდგარა, თავადაც დაუწერია. ასაღებენ, თითქოს, პოლიტიკური ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი. ეს მორიგი ყალბი ინფორმაცია და სიყალბეა. პოლიტიკური ბოიკოტი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, ჟესტია და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია განასხვავო, პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან თუ ქუჩის საბოტაჟნიკები, ასე დავარქმევდი. ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ. ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და არა მხოლოდ იურიდიულმა კომიტეტმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მათ საქმე აქვთ ხალხთან, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა.

„ჩვენ ეს მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განყოფილებას, იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, მირჩი, კიდევ არ ვიცი რა ჰქვიათ, აღმაშენებელი, სამეფო პარტიაა ასეთი, მათ ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი არიან მრავლად. მათ ამ ამომრჩეველს უღალატეს და ის მანდატების ფული, უხეშად რომ დავარქვათ, რაც მათ არ აითვისეს, სწორედ ეს ერთმევათ. თუ ისინი მანდატებს აითვისებენ, მაგრამ შემდეგ გამოაცხადებენ ბოიკოტს და არ ივლიან, რა თქმა უნდა, მათ არ შეუწყდებათ დაფინანსება, თუმცა ჩემი აზრით, ეს ასეც არ იქნება მისასალმებელი საქციელი. ამიტომ, ეს ზღვარი რომ გაივლოს მკაფიოდ, ამაზე თქვენთან ერთად ჩვენ ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. ასეთი შინაარსის მუხლის ასახვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში იგეგმება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,916 ნახვა
%d bloggers like this: