პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ავთანდილ ენუქიძე აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში

Nusagi

ავთანდილ ენუქიძე თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

„მე, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შევდივართ მეათე მოწვევის პარლამენტში. მოგეხსენებათ, ყველა პარტიაში არის ბიზნეს-შემადგენელი. ავთანდილ ენუქიძე წლების განმავლობაში პარტიის მხარდამჭერი და შემომწირველი იყო, აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში. როგორც დღეს მოვისმინე, მას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ჩვენ მივყვებით ჩვენი პარტიის გეზს და უარს ვამბობთ ამ პარლამენტში შესვლაზე“, – განაცხადა ინაშვილმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,865 ნახვა
%d bloggers like this: