საზოგადოება

კახიშვილი პრემიერს: ხომ არ ჯობს პენსიების მიღება ბევრად ხელმისაწვდომი გავხადოთ?

Nusagi

ფრაქცია „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენს და გარკვეულ კითხვებს სვამს.

კახი კახიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პენსიონერებთან და სოციალურად დაუცველ ოჯახებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა, რომლის აზრიც მდგომარეობდა შემდგომში:

„მესმის, რომ ამ პერიოდში რთულია ბიუჯეტის მიღება და ამავდროულად გაცემა, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია (სოციალურად დაუცველები, პენსიონერები), რომლებსაც სჭირდებათ მაქსიმალური ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან. ხომ არ გაქვთ დაგეგმილი ეტაპობრივი პროგრამები მათ მხარდასაჭერად?“, – იკითხა კახა კახიშვილმა

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საპენსიო მომსახურების საკითხზე.

„როდესაც მხოლოდ ერთი ბანკის პირობებში ხდება პენსიის გაცემა, ცოტა რთულია ბანკომატებთან მისვლა და ა.შ. ხომ არ ჯობია რაღაც ტიპის რეგულაციებიც მივიღოთ მეტი ხელმისაწვდომობისა და გამარტივებისთვის?“, – ჰკითხა კახა კახიშვილმა გიორგი გახარიას.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პენსიონერებისთვის მიიღეს ცვლილება საკანონმდებლო დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს ყოველწლიურად პენსიის ზრდას.

„პენსიების ზრდა მიბმულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. საპენსიო პრობლემა ცნობილია, ჩვენ ვესაუბრეთ ბანკს, რომელიც პენსიებს გასცემს და დღეის მდგომარეობით მას აქვს ვალდებულება, რომ პენსიები გადაანაწილოს 10 დღის ვადაში.

ეს აუცილებელი გახდა ვირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით და წესი ასე უნდა დარჩენილიყო დღესაც, ამას გადავამოწმებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,155 ნახვა
%d bloggers like this: