პოლიტიკა

პარლამენტმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

Nusagi

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს დეპუტატებმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. ინიციატივას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირის ბოლოს დაამტკიცებს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც, არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ − 5,140,020.00 ლარი;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − 2,199,635.00 ლარი;

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ − 240,000.00 ლარი;

„პროგრესი და თავისუფლება“ − 12,000.00 ლარი;

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია − 204,000.00 ლარი;

„ევროპელი დემოკრატები“ − 460,000.00 ლარი;

„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ − 939,925.35 ლარი;

„კანონი და სამართალი“ − 104,436.15 ლარი;

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − 1,124,409.00 ლარი;

„ლელო საქართველოსთვის“ − 803,560.00 ლარი;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ − 1,043,120.00 ლარი;

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ − 289,710.00 ლარი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,475 ნახვა
%d bloggers like this: