ჩემი ხედვები მაქვს და პარლამენტში შესვლას ვაპირებ. აბა, რატომ არ დავწერე განცხადება? ,-ამის შესახებ განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მე-4 ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ, რომელიც პარლამენტში შესვლას აპირებს.
„იქ რასაც იტყვი, იმას ქვეყანა ისმენს. მე ქუჩაში ვერ დავდგები სააკაშვილის და ბოკერიას გვერდით განსაკუთრებით. მე თავისუფალი კაცი ვარ, პარტიაში ეს ყველამ იცოდა, რომ ვისაც რა გადაწყვეტილება უნდოდა იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არავინ არავის არ აძალებს და არ სთხოვს ასე მოიქეციო. პარტიის წევრი არ ვარ, ვიყავი თავისუფალი წევრი, მე ვრჩები ამ პარტიის მხარდამჭერად და ვიქნები ბოლომდე“, – აღნიშნა ავთანდილ ენუქიძემ.
ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსს” 4 მანდატი აქვს მოპოვებული. პარტიული სიის სამმა წევრმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა.