პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის

Nusagi

„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის. „ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა ენუქიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

„მე ვარ და ვრჩები „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერად და მეგობრად. როდის შევალ პარლამენტში, არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავენ. არც არავის უცდია ჩემი შეზღუდვა, პირიქით“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ „კურიერთან“ საუბრისას.

„პატრიოტთა ალიანსს“ 4 მანდატი აქვს. ირმა ინაშვილმა და მისი პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა, სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით, პარლამენტს ორი დღის წინ მიმართეს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,793 ნახვა
%d bloggers like this: