პოლიტიკა

პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას, ან ოდირს გაეგზავნება

Nusagi

უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივაა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში ან ოდირში გაიგზავნოს. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ის ამბობს, მსგავსი ინიციატივა ეხება ასევე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონს.

„მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად, ყველაფერი გამართულია, იმისათვის, რომ არავის დარჩეს საბაბი რაიმეზე საუბრის, მე გთავაზობთ, რომ დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი გნებავთ ვენეციის კომისიაში, გნებავთ ოდირში. დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა იანვრის ბოლომდე და ამის შემდეგ განვაახლოთ განხილვა მეორე მოსმენით“,- აღნიშნა კობახიძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,244 ნახვა
%d bloggers like this: