ინდოეთში მცხოვრებ ხალხ ტამილებში გასული საუკუნის 40-60-იან წლებში ისევე, როგორც მთელ ინდოეთში კომუნიზმი საკმაოდ პოპულარული იყო. თუმცა ტამილებმა საკუთარი სიმპატიები იმით გამოხატეს, რომ ახალდაბადებულებს ხშირად სახელად იოსებ სტალინს არქმევდნენ.
oneindia-ს ცნობით, დღესაც, სოციალურ ქსელ linkedin-ში ათეულობით Stalin Joseph იძებნება, რომელიც სულაც არ არის გამოგონილი სახელი. ეს ამ ადამიანების ნამდვილი სახელია, რომლებსაც მშობლებმა სახელი საბჭოთა ბელადის პატივისცემის ნიშნად დაარქვეს და ტრადიცია დღემდე გრძელდება.
1950-იან წლებში ინდოეთის კომუნისტური პარტიის ლიდერები სტალინს მისი სიკვდილის მერეც უდიდეს პიროვნებად მიიჩნევდნენ. ამ პერიოდში მოსკოვსა და ნიუ-დელის შორის ურთიერთობები საკმაოდ მჭიდრო იყო რაც 1980-იან წლებამდე გაგრძელდა.
გადმოცემის თანახმად, თავად სტალინს არ მოწონდა, რომ ინდოეთში მის სახელს არქმევდნენ ბავშვებს. საბჭოეთის ბელადი ტამილებს ურჩევდა, ბავშვებისთვის ტამილური სახელები დაერქმიათ.
