საზოგადოება

უკანონო ფართის მფლობელი: სახელმწიფომ კი მოგვცა ფული და ზუგდიდში ვიყიდეთ სახლი, მაგრამ რამდენი ხანი ვყოფილიყავით იქ?

Nusagi

თბილისის მერი, კახა კალაძე მოქალაქეების სიას აქვეყნებს, რომლებმაც სახელმწიფო მიწები მიიტაცეს და ამავდროულად ფლობენ არაერთ ნაკვეთს თბილისსა თუ რეგიონებში.

ერთ-ერთი უკანონო ფართის მფლობელი, რომელის სახლის დემონტაჟი დღეს თბილისის მერიამ მოახდინა, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მას სახელმწიფომ გადასცა 26 000 ლარი, “ზუგდიდში ვიყიდეთ სახლი, მაგრამ რამდენი ხანი ვყოფილიყავით იქ?”

კახა კალაძის ინფორმაციით:

“მოქალაქე ლ. ფ. არის დევნილის სტატუსის მქონე, 2016 წელს მას ოჯახთან ერთად, “სოფლად სახლის” პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ შეუსყიდა სახლი წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის აპრილის თვეში დაკმაყოფილებული იქნა მისი განცხადება, თბილისში ვლადიმერ დავითაშვილის ქუჩაზე სარგებლობაში არსებულ 696 კვ.მ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

ამის შემდეგ ლ.ფ-მ მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ლ.ჭ-ს, რომელიც, სავარაუდოდ, მისი მეუღლის დისშვილია. თავის მხრივ, ლ.ჭ-მ 2018 წელს ხსენებული ნაკვეთი აჩუქა ვ.ფ-ს, რომელიც ლ.ფ-ს მამაა. მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში, ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვ. მეტრი მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე.

მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი სახელმწიფოსგან 2019 წელს `სოფლად სახლის” პროგრამით, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა.

მოქალაქე გ.გ. ასევე სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ქ.თბილისში, შუამთის ქუჩაზე.  დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებს:

მოქალაქე ტ.წ პირადად არ ფლობს საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტირირებულია ბინა ჭიათურაში, 1148კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 852კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 684 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში.

მოქალაქე ზ.ტ რეგისტრირებულია თბილისში, სოფელ შინდისში. მას უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვ. მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე მამას აქვს გაკეთებული მიმართვა საჯარო რეესტრში, წავკისში 3000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,452 ნახვა
%d bloggers like this: