პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაზე: ნუ რცხვენიათ იმის ხმამაღლა ამოღერღვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს

Nusagi

ალეკო ელისაშვილის თქმით, მოლაპარაკებებიდან საარჩევნო სისტემის ცვლილებაა წამოსაღები და შემდეგ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ნუ რცხვენიათ ამის ამოღერღვა. ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ის ეთანხმება კელი დეგნანის მოსაზრებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„შეთანხმება გასაფორმებელია, იქიდან ყველაზე მნიშვნელოვანი – საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება არის წამოსაღები და, შემდეგ, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. ნუ რცხვენიათ იმის ხმამაღლა თქმა და ამოღერღვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. ჩვენც ამას ვამბობთ ზუსტად. ძალიან კარგი იყო იმ ოპტიმიზმის მოსმენა მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით.

ჩვენც გვინდა, რომ დროზე შედგეს ეს რაუნდი და იყოს შედეგიანი. „ქართული ოცნება“ როგორც ელაპარაკება ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს არის შანტაჟი და ეს ითქვა გუშინ ელჩის მიერ, რომ შანტაჟით არავინ არ უნდა ილაპარაკოს – არც „ქართულმა ოცნებამ“, არც ოპოზიციამ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საჭიროა, ყველა ქართველი დეპუტატი პარლამენტში იყოს, რათა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებები და იბრძოლონ იმ ცვლილებებისთვის, რომელთა ნახვაც სურთ პარლამენტში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,890 ნახვა
%d bloggers like this: