პოლიტიკა

დავით სერგეენკო – ძალიან რთული კომპრომისი არის გასაკეთებელი სოციალურ დარტყმასა და სიცოცხლის დაკარგვას შორის

Nusagi

ძალიან რთული კომპრომისი არის გასაკეთებელი სოციალურ დარტყმასა და სიცოცხლის დაკარგვას შორის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა ვირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებას ვერ დაიწუნებს იმ მხრივ, რომ 24 დეკემბერს სავაჭრო „მოლები” გაიხსნა და ბაზრობები არა.

მისივე შეფასებით, როგორც ჩანს ბაზრობებზე ნაკლებად ხდებოდა დისტანციის დაცვა და მთავრობის გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარეობს.

„ძალიან რთული ვითარება გვაქვს. ალბათ სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ მძიმეა. რეალურად, ეს არის ომი უხილავ მტერთან და ძალიან სამწუხაროდ უამრავი ადამიანი დიდ ზარალს მიიღებს ამ ომის შედეგად. რაც შეეხება კონკრეტულად ბაზრობებს, პირადად არ ვმონაწილეობა, მაგრამ ვიცი, გადაწყვეტილებების მექანიზმი. რისკები ყოველდღიურად აიწონება. როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ ბაზრობებზე ვირუსის გავრცელების უფრო მეტი რისკი იყო. მთავრობას წინდახედულობას ვერ დავუწუნებ. აქ, გადაწყვეტილებაა მისაღები, ძალიან რთული კომპრომისი არის გასაკეთებელი სოციალურ დარტყმასა და სიცოცხლის დაკარგვას შორის.

მესმის ვითარების სიმწვავე. კი, ბაზრობა ღია სივრცეა, მაგრამ როგორც ჩანს იქ, ნაკლებად ხდებოდა დისტანციის დაცვა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,433,149 ნახვა
%d bloggers like this: