Uncategorized

ზესტაფონში, ასლანიკაშვილის სანაპიროზე არსებულ სკვერს ვახტანგ ფხაკაძის სახელი მიენიჭა!

Nusagi

,,სანაპიროზე, ხელოვნების სასახლის წინმდებარე სკვერი, ამიერიდან, „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის იქნება.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ერთხმად დაუჭირა მხარი, მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რომლის გათვალისწინებით, ასლანიკაშვილის სანაპიროზე არსებულ სკვერს, ვახტანგ ფხაკაძის სახელი მიენიჭა.

ცნობილი ბიზნესმენი, „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზესტაფონში დაიბადა და გაიზარდა. ვახტანგ ფხაკაძე აქტიურად იყო ჩართული, საკუთარი ქალაქის საზოგადოებრივ – კულტურულ საქმიანობაში და გახლდათ არაერთი საქველმოქმედო პროექტის ავტორი. მისი ინიციატივით განხორციელდა, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სკვერში, უკვდავი მელოდიის, „სულიკოს“ ავტორის, ვარინკა მაჭავარიანი – წერეთლის ბიუსტის დადგმის პროექტის დაფინანსება. „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდება ვახტანგ ფხაკაძეს 2019 წელს მიენიჭა.”-ნათქვამია ქ. ზესტაფონის მერიის ოფიციალურ გვერდზე

შეგახსენებთ, რომ ,,ლუტეცია ჯგუფის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი, ვახტანგ ფხაკაძე, ა.წ. 6 დეკემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,107 ნახვა
%d bloggers like this: