სპორტი

კომპანის კიტეიშვილის შეძენას ურჩევენ, თუმცა…

Nusagi

“შტურმის” ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩინებულ ფორმაშია და სხვადასხვა კლუბის და მათ შორის, “ანდერლეხტის” ყურადღება მიიპყრო.
გასულ წელს ბრიუსელურ გუნდს ბელგიის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი მცველი ვენსან კომპანი ჩაუდგა სათავეში და მეკარისა და 10 ნომრის პოზიციაზე ფეხბურთელის დამატებას საჭიროებს. voetbalnieuws.be წერს, რომ კლუბს შეზღუდული ბიუჯეტი აქვს და 10 ფეხბურთელს შორის კომპანის კიტეიშვილის კანდიდატურასაც სთავაზობს.
ოთარს გრაცულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ბელგიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე მყოფ გუნდში გადასვლა კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება. მით უმეტეს, როგორცგამოცემა აღნიშნავს, “ანდერლეხტს” ფინანსურადაც არ ულხინს.
რაც შეეხება “შტურმს”, 12 ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგაზე 24 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ “ზალცბურგს” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,163 ნახვა
%d bloggers like this: