ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 29 935 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 635 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
პაციენტების 15,1%-ს სიმპტომები არ ჰქონია, გამოჯანმრთელდა 26 ათასზე მეტი ადამიანი.
რეკორდული რიცხვი 8 203 დაფიქსირდა დედაქალაქ მოსკოვში, პეტერბურგში 3700-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია.
სულ, პანდემიის პერიოდში ქვეყანაში 2 963 688 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსის შედეგად დაიღუპა 53 096 პაციენტი.
Facebook Comments