ნარდში საქართველოს 2020 წლის ჩემპიონი გამოვლინდა! ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა, 19-21 დეკემბერს, ნარდის ტოპ 16+1 უძლიერეს ოსტატს შორის გამართული “გრანდფინალით” დასრულდა.
შეუპოვარ დაპირისპირებებში 15 თამაშიდან 13 გამარჯვებით საქართველოს ჩემპიონი ბაქარ მათიკაშვილი გახდა. მე-2 ადგილზე კახა გოგოლაძე გავიდა, მე-3 ადგილი სოინგულ ამიროვმა დაიკავა.
მე-4 – ლევან ქარელმა, მე-5 – ალექსანდრე ჩაჩანიძემ, მე-6 – იოსებ მენაბდიშვილმა, ხოლო მე-7 – რამაზ უკლებამ.
![ნარდში საქართველოს 2020 წლის ჩემპიონი გამოვლინდა [PHOTO] Sportall.Ge](https://i2.wp.com/sportall.ge/pictures/artimages/original/2773b6575a8911a7ec7c3d71a25e2d40.jpg?w=1320&ssl=1)
Facebook Comments