ბიზნესი

“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” – მიზანშეწონილია გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება – გაიხსნას „ლილო მოლი“ და მსგავსი სავაჭრო ობიექტები

Nusagi

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში” საკოორდინაციო საბჭოს იმ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ბაზრობების ტიპის მსხვილი სავაჭრო ობიექტების გახსნა, მიუხედავად დაანონსებული გეგმისა, არ მოხდება.

როგორც “საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში” აცხადებენ, ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მტკივნეულია „ლილო მოლის“ ტიპის ბაზრობებისთვის, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ და უშუალოდაა დაკავშირებული ათასობით მცირე მეწარმის ყოველდღიურ შემოსავალთან.

„24 დეკემბრიდან დაანონსებულმა გახსნამ ამ ადამიანებს გაუჩინა სრულიად ლეგიტიმური მოლოდინი, რომ წინასაახალწლო დღეებში მაინც შეძლებდნენ ეკონომიკურ აქტივობას. მათ ამისათვის შექმნეს მარაგები, დახარჯეს ფული და ახლა, ორი დღით ადრე შეიტყვეს, რომ არ მიეცემათ ვაჭრობის უფლება. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ძირითადად საახალწლო პროდუქციას, რომელზეც მოთხოვნაც წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი კვირაა და თუ ეს ხალხი ამ მარაგების რეალიზაციას ახლა ვერ შეძლებს, პრაქტიკულად მთელი ერთი წელი მოუწევთ ლოდინი შესყიდული პროდუქციის ამოსაყიდად, რაც სრულიად ლოგიკურად, ბევრისთვის შეიძლება გაკოტრების ტოლფასიც კი გახდეს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად „ლილო მოლის“ ადმინისტრაცია პანდემიის დასაწყისიდან დღემდე მჭიდროდ თანამშრომლობდა შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებთან და იცავდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნებისათვის. საკითხის აქტუალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მიზანშეწონილია გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება და დაშვებულ იქნას „ლილო მოლისა“ და მსგავსი წესით ორგანიზებული სავაჭრო ობიექტების გახსნა, თუნდაც რამოდენიმე დღით და თუნდაც დამატებითი კონტროლისა და პრევენციის ზომების განხორციელების პირობით”, – აცხადებენ “საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში”. ცნობისთვის, კომპანია „ლილო მოლმა” განცხადება გაავრცელა და მთავრობას თხოვნით მიმართა, სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა ორი დღით, 26 და 27 დეკემბერს მიეცეთ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,669 ნახვა
%d bloggers like this: