უცხოური მედია

სინგაპურში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

Nusagi

სინგაპურში კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,-ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Straits Times ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ვირუსი 17 წლის სტუდენტ გოგოს გამოუვლინდა. აგვისტოს შემდეგ ის ბრიტანეთში ცხოვრობდა, სინგაპურში კი, 6 დეკემბერს დაბრუნდა. მეორე დღეს მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, 8 დეკემბერს კი, კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ჯანდაცვაში განაცხადეს, რომ გოგონა და მისი ყველა კონტაქტი იზოლაციაშია, რის გამოც ახალი შტამის გავრცელება შეჩერებულია.

17 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდე სინგაპურში სულ 31 შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩასულებს ჰქონდათ. 12 მათგანს ნამდვილად არ აქვს ახალი შტამი, წინასწარი მონაცემებით, ახალი შტამი ქვეყანაში შესაძლოა, 11-მა ადამიანმა ჩაიტანა. თუმცა ეს შედეგები ჯერ დადასტურებული არ არის. 5 ადამიანის ინფიცირების შტამის დადგენა შეუძლებელია. 

მანამდე SARS-CoV-2-ის ახალი შტამი აღმოჩნდა იტალიაში, დანიაში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში. პირველად ამის შესახებ დიდი ბრიტანეთი ალაპარაკდა. ექსპერტების თქმით, ახალი შტამი 70%-ით ჩქარა ვრცელდება, ვიდრე ძირითადი. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,146 ნახვა
%d bloggers like this: