Uncategorized

ცქიტიშვილი: ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ფასილიტატორების ჩართულობით დიალოგი წარმატებით დასრულდება

Nusagi

„პარლამენტი არის ნდობის უმაღლესი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელიც ასახავს არსებულ განწყობებს, ხალხის გადაწყვეტილება და რეალობა კი არის ის, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობდეს ცხრა პარტია. შესაბამისად, ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ დიალოგი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დასრულდება  წარმატებით“, – ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

„წლევანდელი არჩევნები გამოირჩეოდა მოქალაქეების მაღალი მონაწილეობით, რის შედეგადაც მივიღეთ პარლამენტი, სადაც ამომრჩეველმა თავისი ნდობა გადასცა 9 პარტიას. მრავალპარტიული წარმომადგენლობით მეათე მოწვევის პარლამენტი ყველა წინა პარლამენტისგან გამოირჩევა, არჩევნების შედეგები კი აღიარებულია ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავდით გარკვეულ ხარვეზებს ამა თუ იმ უბანზე, ყველა დამკვირვებელი ერთხმად თანხმდება, რომ ამ ხარვეზებს არ მოუხდენია გავლენა არჩევნების შედეგებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ISFED აღიარა დაშვებული შეცდომა და პარალელური დათვლის შედეგებიც ემთხვევა ცესკოს მონაცემებს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

8 დეკემბერს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი გაიმართა. ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხდა, ხოლო რიგ საკითხებზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავებულია და აქ შეთანხმების რესურსი არ არის. რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან მიახლოვებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,800 ნახვა
%d bloggers like this: