საზოგადოება

წინასაახალწლო პერიოდის გამო, 25-31 დეკემბერს კერძო სატრანსპორტო საშუალებებს ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შესაძლებლობა ექნება

Nusagi

წინასაახალწლო პერიოდის გამო, 25-31 დეკემბერს კერძო სატრანსპორტო საშუალებებს ე.წ. ბასლაინებში მოძრაობის შესაძლებლობა ექნება, – ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ მოახლოებული წინასაახალწლო პერიოდის გამო მიიღო.

„თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. „ბასლეინებში, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება, გარკვეულწილად ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,917 ნახვა
%d bloggers like this: