სოციალური ქსელები და მედია

POS TV: აპლიკაცია, რომლითაც ნოდარ მელაძე ხმას იცვლის და რესპოდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რუსმა ოპოზიციონერმა გამოიყენა ,,ეფესბეს“ წარმომადგენელთან

Nusagi

„POSTV“-თვის” ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია ,,TV პირველის“ მთავარმა პროდიუსერმა – ნოდარ მელაძემ, მოიპოვა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა (მობილური ტელეფონების აპლიკაცია), რომლის გამოყენებითაც სხვადასხვა პირების სახელითა და ტელეფონის ნომრებით დაუკავშირდება რესპონდენტებს და შეეცდება ინფორმაციის მოპოვების მიზნით ისინი შეცდომაში შეიყვანოს,-ამის შესახებ ინფორმაციას postv ავრცელებს.

 ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნოდარ მელაძემ მსგავსი ზარი უკვე განახორციელა “POSTV-ში”. ის არხის გენერალურ პროდიუსერს – შალვა რამიშვილს „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტის – ლაშა ნაცვლიშვილის ნომრით დაუკავშირდა და პროგრამის მეშვეობით შეცვლილი ხმით, შეეცადა თავი ლაშა ნაცვლიშვილად გაესაღებინა და კონკრეტული დავალებები მიეცა შალვა რამიშვილისთვის, იმის წარმოსაჩენად თითქოს ტელეკომპანია “POSTV-ი” პარტია “ქათული ოცნებისა” და ლაშა ნაცვლიშვილის მიერ იმართება.

“რაღაც ხმის და ნომრის შეცვლის პროგრამა დაუთრევია და ლაშა ნაცვლიშვილის სახელით რეკავს ჩემთან – “POSTV-ში”. ჩმო მიშასგან მართულს – სურს „გვამხილოს“, რომ ოცნებიდან ვიმართებით. ბიჭო, ბლექნოდარა, ეგეთები გაუკეთე პატარა ჭუტას!” – წერს შალვა რამიშვილი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მსგავსი აპლიკაციის საშუალებით დაუკავშირდა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ,,ეფესბეს“ სპეციალური ჯგუფის წევრ, კონსტანტინ კუდრიავცევს და საკუთარი მოწამვლის შესახებ (მოტყუებით, თიქოსდა იყო ,,ეფესბეს“ წარმომადგენელი) მიიღო მისთვის სასურველი ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით ვებ.გვერდ youtube.com-ზე გასაჯაროვდა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,238 ნახვა
%d bloggers like this: